შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს უკვე შეუძლიათ, კალენდარში მოინიშნონ: MMA-ს წლის პირველი შოუ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18 თებერვალს გაიმართება. ორგანიზაციას ახალი ჩემპიონი ეყოლება! ბექა გოგალაძე ამ შანსს დიდხანს ელოდა. GFC-ს (Georgian Fighting Championship) ამ ღონისძიებამ, შესაძლოა, მისი კარიერა მთლიანად შეცვალოს და მას ევროპის კიდევ უფრო დიდი ორგანიზაციებისკენ გზა გაუხსნას. 2023 წლის სეზონის პირველ შოუზე 13 ქართველი მებრძოლი იჩხუბებს. ქართველების გარდა, ოქტაგონზე ირანელი, აზერბაიჯანელი, სომეხი, თურქი, ისრაელელი და ყირგიზი სპორტსმენები გავლენ. უნდა აღვნიშნოთ, რომ GFC-ში ისრაელის წარმომადგენელი მებრძოლი პირველად იჩხუბებს. 🔗 ბილეთები:
Hide player controls
Hide resume playing