Myvideo

Guest

Login

- , Imeretian Taste - Imeretian bean bowl, pumpkin pkhali

Uploaded By: Myvideo
1 view
0
0 votes
0

ვიდეო გადაღებულია აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში, საჩხერეში. The video is shot in Akaki Tsereteli House Museum, Sachkhere ჩვენი დიდი პოეტის, აკაკი წერეთლის ბავშვობის და ყრმობის ნაკვალევზე, ვრცელ და მზიან ეზოებში. საჩხერე, სხვიტორი და ძიძისეული სავანე, შუაცეცხლი და გემრიელად შეკმაზული ლობიოს სურნელი. იმერული გასტრონომიული მოგზაურობის მეორე ვიდეორგოლი, ბევრი სინათლე და უბრალოების დახვეწილობა. საოცარი სიზუსტით წარმოაჩენს, თითქოს, ქართველი მშვენიერი აზნაურის ან სულაც თავადის ქალი, პეტერბურგიდან სამშობლოში ახლადდაბრუნებული, თავისი წიაღის და წეს-ჩვეულებების ძიებაში, ძიძასთან სტუმრად როგორ კაზმავს ლობიოს და გგონია, სადაცაა თავად აკაკი შემოირბენს ეზოში, შემოაღებს ძიძისეული ოდის კარს თვალმოჭუტული ღიმილით და გაგიცოცხლებს საუკუნენახევრის წინანდელ კადრს. ქართული კულინარიის ახალმა ვარსკვლავმა - ნინი ვარშანიძემ, თავისდაუნებურად როგორი სიფაქიზით მოირგო დიდი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ახალგაზრდა იმერელი “დედის“ როლი. ამ ძალიან შესამჩნევმა პარალელმა კიდევ უფრო მშვენიერი და ესთეტიკური გახადა ეს ვიდეორგოლი. ნინი ვარშანიძე ახალგაზრდა შეფ მზარეულია. რომელმაც წარმატებით დაამთავრა კულინარიის აკადემია. გახლავთ პროექტ “მასტერშეფის” ფინალისტი. საქართველოში მიღებული გამოცდილების შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრა და იქ გაიღრმავა ცოდნა კულინარიის მიმართულებით. მუშაობდა პარიზის ცნობილ რესტორან L’Ofise ში. დღეს ნინი, თქვენი “იმერული გემოს“ მეგზურია საჩხერეში. მაშ ასე, მიჰყევი და იმოგზაურე. #იმერუ&#

Share with your friends

Link:

Embed:

Video Size:

Custom size:

x

Add to Playlist:

Favorites
My Playlist
Watch Later