MMA-ის მოყვარულებს მაგარი შოუ ელოდებათ! 3-თვიანი პაუზის შემდეგ GFC (Georgian Fighting Championship) 13 ბრძოლით გვიბრუნდება. ბრძოლები პორტალ ევროპოპის მხარდაჭერით გაიმართება. წლის მეორე ივენთზე 26 მებრძოლი იჩხუბებს, საიდანაც 15 სპორტსმენი ქართველია, 11 - უცხოელი. ეს იმას ნიშნავს, რომ GFC-ზე მორიგი რეკორდი მოიხსნება - ორგანიზაციის ივენთზე 11 უცხოელს აქამდე არასდროს უჩხუბია. 13 დაპირისპირებიდან 8 ბრძოლა ანდერ ქარდზე იქნება, ხოლო 5 მეინ ქარდზე, აქედან 2 ქამარზე. რაულ თუთარაული და ამირან გოგოლაძე ორგანიზაციის ქამრების მოპოვებას ბრაზილიელი და ყაზახი მეტოქეების წინააღმდეგ შეეცდებიან.
Hide player controls
Hide resume playing