“გრძნობა ტრაგიკულად მოკვდა ერთ დროს, ჩემი იყო თითქოს მე ვთქვი - ყველაფერი მორჩა მან თქვა - არაფერი იყო... ქუჩას გაბნეული მტვერი გულის უხეირო ფეთქვა მე ვთქვი - აღარ გქვია „ჩემი“ მან თქვა - არასოდეს მერქვა... ზეცა მოღრუბლული სახით იქვე, უსურვილო მთვარე მე ვთქვი - გათენება არ ღირს მან თქვა - გათენდება მალე! თოკზე გაკიდული სითბო ფიქრი, მოგონებას ათრობს მე ვთქვი - გაიხსენე ის დრო მან თქვა - არაფერი მახსოვს... გრძნობა ტრაგიკულად მოკვდა ერთ დროს, ჩემი იყო თითქოს მერე, ყველაფერი მორჩა, თუმცა არაფერი იყო.” თორღვა - გრძნობა ტრაგიკული მოკვდა / torgva - grdznoba tragikuli mokvda imedis dge / იმედის დღე უჩა პირმისაშვილი / ucha pirmisashvili gaicani / gaitsani / გაიცანი
Hide player controls
Hide resume playing