ბოლო დროს კლიმატურ სამართლიანობაზე საუბრების ინტენსიურობამ იმატა, განაცხადა რუსეთის მრეწველთა კავშირის კლიმატური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი ტვერდოხლებმა ბაქოს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პლენარულ სხდომაზე. “BRICS-ის ქვეყნების წამყვანი კომპანიებისგან ბევრჯერ მოვისმინეთ იმის თაობაზე, თუ რატომ სჯიან მათ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვისთვის, თუ ევროპული და ნაწილობრივ ამერიკული კომპანიები ამას რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში წარმატებით აკეთებდნენ“, - განაცხადა ტვერდოხლებმა. მისი თქმით, BRICS-ის წევრი ქვეყნების უმეტესობაში საკუთარი ძალზე სერიოზული სამეცნიერო კვლევები ტარდება კლიმატურ ცვლილებებზე. ეს ცვლილებები ემისიებისა და ეკონომიკების დეკარბონიზაციის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. Source: SputnikSaqartvelo
Hide player controls
Hide resume playing