10 სექტემბერი - თვითმკვლელობის პრევენციის მსოფლიო დღეა, რომელიც 2003 წლიდან აღინიშნება. ინიციატორები არიან - ჯანმო და თვითმკვლელობის პრევენციის საერთაშორისო ასოციაცია. თითოეული ასეთი შემთხვევა - დიდი ტრაგედიაა. საქართველოში ბოლო პერიოდში თვითმკვლელობების რიცხვი იზრდება. შსს-ის მონაცემებით, 2024 წელს ასეთი 431 შემთხვევა მოხდა, თვითმკვლელობა სცადა 298-მა ადამიანმა. შედარებისთვის: 2023 წელს საქართველოში დაფიქსირდა თვითმკვლელობის 186 და სუიციდის მცდელობის 107 შემთხვევა. სიტუაცია ორჯერ მეტად გაუარესდა, რაც შემაშფოთებელია. თვითმკვლელობების შემთხვევების თითქმის მესამედი თბილისზე მოდის, შემდეგ არის აჭარა, მესამე ადგილზეა რეგიონები - ქვემო ქართლი, იმერეთი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. სუიციდის ყველაზე პატარა მსხვერპლი 11 წლის იყო, ყველაზე დიდი - 84 წლის. თვითმკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 30-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. ამასთან, სუიციდს მიმართავენ არამარტო საქართველოს, არამედ უცხოეთის მოქალაქეები. 2024 წელს მათ შორის იყვნენ ბელარუსის, რუსეთის, უკრაინისა და კანადის მოქალაქეები.
Hide player controls
Hide resume playing